Street art

სტრიტ-არტი ბათუმში ყოველდღიურობას ცვლის

სტრიტ-არტი ისევე როგორც სხვა სუბკულტურები, ნელა, თუმცა საკმაოდ ამბიციურად იმკვიდრებს თავს ქართულ ქალაქებში. ერთ-ერთი ფლაგმანი კი ამ გარღვევაში მოძრაობა “ნიკოა”. არტისტებმა პოსტსაბჭოთა რუხი ქალაქების “გაფერადება” გადაწყვიტეს.

სტრიტ-არტი ქალაქს ურბანული პრობლემების მოგვარებასა და სოციალურ გადატვირთვაში ეხმარება. როგორც არტისტები ამბობენ, ის ანგრევს ყოველდღიურობას, ცვლის ჩვენს აღქმის უნარს და ცნობიერებას.

თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის შემდეგ “ნიკოს” ინიციატივა წელს ბათუმსაც შეეხო. სამმა არტისტმა - მარიამ რამიშვილმა, მატიას მაზალ მროსმა და იოსებ ჯორბენაძემ - ქალაქს სამი ახალი ნახატი შემატა.

“ნიკოს” ფარგლებში შექმნილი სტრიტ-არტის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება მისი მასშტაბურობაა. ყოველი ნახატი მოცულობითია და ის საკმაოდ დიდ სივრცეზე იხატება. მასშტაბების გათვალისწინებით, ამგვარი პროექტები მხოლოდ არტისტების მოტივაციით ვერ შეიქმნება, ამიტომაც მნიშვნელოვანია  “ლიკანის” გვერდში დგომა.

ბათუმელი არტისტი იოსებ ჯორბენაძე ფიქრობს, რომ მთავარი სტრიტ-არტში ადამიანური ემოციებია, რომლებსაც ის ცხოველებში აკონვერტირებს და ასე ქმნის საბოლოო პროდუქტს. რიგითი უსახური კედელი წელს “ნიკოს” ფარგლებში “მელიად” აქცია. მანამდე იყო ზღვა, ტალღები, სიღრმე.

Street art