SOUNDWAVE მეოთხე სესიაზე მსმენელის წინაშე MokuMoku (J&T) წარსდგა

SOUNDWAVE - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session წარმოგიდგენთ. ამ თვის ბოლო ხუთშაბათს, ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამო, კლუბში KHIDI შედგა, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი დამყარდა.

SOUNDWAVE ცოცხალი სესიები უნიკალური, სახასიათო და ერთმანეთისგან განსხვავებულია.

მოხარულები ვართ, რომ მეოთხე სესიაზე მსმენელის წინაშე, ქართველი ჰიპ-ჰოპ შემსრულებლები - MokuMoku (J&T), MC Cutkill & Deka და DRO წარსდგნენ.

MokuMoku 2014 წელს, თბილისში შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაშია ჯონდო ჯაფარიძე (DJ/MC), ტატო რუსია (MC), ცოტნე გოგიტიძე (გიტარა), მიშო ელიავა (კლავიში), სანდრო მაისურაძე (ბას გიტარა) და ალექსანდრე ხოხიაშვილი (დრამი). 

MokuMoku-ს მუსიკა ჰიპ-ჰოპის, ფანკის და ჯაზის ელემენტებს შეიცავს. მათ გამოშვებული აქვთ სამი ალბომი Blues Build The Temple (2015), Black Heaven (2017), Chicago Marinade (2019) და მრავალი სინგლი, მათ შორის including Sugar Glider, Hako is alive and she is 59 და Filip. ასევე აქვთ მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ფესტივალებში. როგორებიც არის: MadCool Festival (2018), Bristol Upfest (2017), Tbilisi Open Air (2018, 2017) და სხვა.

MokuMoku ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ექსპერიმენტული ჯგუფია ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში.

SOUNDWAVE მეოთხე სესიაზე მსმენელის წინაშე MokuMoku (J&T) წარსდგა