SOUNDWAVE მეხუთე სესიამ Eko & Vinda Folio-ს უმასპინძლა

SOUNDWAVE - ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღაა, რომელსაც ლიკანი და Velvet Session უნიკალური, სახასიათო, ერთმანეთისგან განსხვავებული სესიებით წარმოგიდგენთ. SOUNDWAVE ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს მიზნად ისახავს ცოცხალი მუსიკის დაუვიწყარი საღამოების მოწყობას, სადაც მსმენელსა და მუსიკოსებს შორის ჯადოსნული კავშირი მყარდება. მოხარულები ვართ მეხუთე სესიაზე წარმოგიდგინოთ ქართული ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები Eko & Vinda Folio.

Eko & Vinda Folio — ერეკლე დეისაძის და თემო ეზუგბაიას პროექტია. მუსიკოსების პირველი ერთობილივი ნამუშევარი სიმღერის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ალტერნატიული ვერსია იყო. მათმა მუსიკამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. ერეკლეს და ვინდას პირველი და მთავარი მიზანი იყო მნიშვნელოვანი მესიჯები მიეწოდებინათ ხალხისთვის. სწორედ ამიტომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სიმღერის ტექსტს, რომელიც ყოველთვის ქართულ ენაზეა. დროთა განმავლობაში მათი მუსიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. ისინი ცდილობენ ჟანრობივად არ შეიზღუდონ თავი. 2016 წლის ნოემბერში გამოიცა მათი პირველი ორ სინგლიანი ჩანაწერი ფრანგულ ლეიბლზე “Talitres”, რომელშიც სიმღერები “შენ ანათებ” და “აგურით ხელში” შევიდა. 2019 წლის სექტემბერში გამოდის ახალი ალბომი “თერაპია”, რომლის პრემიერაც ჩვენს სესიაზე შედგა.

SOUNDWAVE მეხუთე სესიამ Eko & Vinda Folio-ს უმასპინძლა