კომპანიის შესახებ
კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგნელი ნაწილია, რომელიც ნატურალური მინერალური წყლების უმსხვილესი მწარმოებელი და ლიდერი კომპანიაა დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით. კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია მინერალური წყლის შემდეგი ბრენდების სახით: "ბორჯომი”, "ლიკანი" და “ბაკურიანი".
"ლიკანი", ქართული მინერალური წყლის ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და დღემდე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.